აშშ-ში ექთანმა სამი თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელმაც თვითმფრინავში სუნთქვა შეწყვიტა.  ინციდენტი მოხდა ნახევარ საათში მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი პიტსბურგის აეროპორტიდან აფრინდა. ფრენის დროს ბორტგამცილებელმა თქვა, რომ გოგონამ, სახელად ანჟელამ, სუნთქვა შეეწყვიტა და იკითხა, ხომ არ იყო ბორტზე ექიმი. საბედნიეროდ ბავშვს თამარა პანზინო დაეხმარა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მედდად მუშაობდა.

„ეს გმირობა არ არის. როცა საჭიროა სწორად მოქცევა, შენ ამას აკეთებ. ეს არის ამბავი ბედნიერი დასასრულით“, – თქვა პანზინომ.