იაკ 15-ის ტექნიკური დახვეწისა და გაუმჯობესების შედეგად, ახალი რეაქტიული გამანადგურებელი იაკ-17 შეიქმნა, – აცხადებენ სს თბილავიამშენში.
კომპანიის განმარტებით, თვითმფრინავში კონსტრუქციული ცვლილებები შედეგად, შეიცვალა შასი, სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, გაიზარდა მფრინავის კაბინის გაბარიტები, დამატებითი საწვავის ავზის ხარჯზე მოიმატა ფრენის ხანგრძლივობამ. თვითმფრინავს 744კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო.
მიუხედავად ცვლილებებისა, საცდელ ფრენებზე იაკ-17-ს საუკეთესო შეფასება არ დაუმსახურებია, თუმცა მისი წარმოება 1948 წლიდან თბილავიამშენში მაინც დაიწყო. მთლიანობაში თბილისში 430 ერთეული იაკ-17 აეწყო.
1947-1949 წლებში თბილისის საწარმოში იაკ-17 თან ერთად, სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი იაკ-17 UTI იწარმოებოდა. თვითმფრინავის ორივე მოდიფიკაცია ექსპორტზე იგზავნებოდა ბულგარეთში, ჩინეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.