გველის თავი ავიაკომპანია Sunexpress-ის ანკარა-დიუსელდორფის რეისის ეკიპაჟისთვის მიწოდებულ საკვებში აღმოაჩინეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

აღნიშნული ფრენის კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია Sancak Inflight-ი. ინციდენტის შესწავლის დასრულებამდე სტამბოლის კომპანიის ანკარის ოფისმა პრესისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თავის მხრივ Sunexpress Airlines-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიისთვის უმაღლესი ხარისხი პრიორიტეტს წარმოადენს, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბორტზე, კვების მიმართულებით, მიმდინარეობს გამოძიება.

“საავიაციო ინდუსტრიაში 30 წელზე მეტი გამოცდილებით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომსახურების უმაღლესი ხარისხი, რომელსაც სტუმრებს ჩვენს თვითმფრინავებში ვთავაზობთ და უზრუნველვყოთ კომფორტულ და უსაფრთხო ფრენას. გვსურს გაცნობოთ, რომ ბრალდებები და პრესის პუბლიკაციები ფრენის ქეითრინგთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია და ამ საკითხზე დაწყებულია საფუძვლიანი გამოძიება“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.