2022 წლის იანვარ-მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 3%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 483,077 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-მარტში კი 4 360,362 ტონა.
შესაბამისად ზრდა 2,81%-ია.
2022 წლის პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-მარტში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 17,02%-ა. 2019 წლის იანვარ-მარტში აეროპორტი 5 402,380 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 3 971,812 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 12,87%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.