2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცის 14 497-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 54,36%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 56,31%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 33 183 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის პირველ კვარტალში – 31 761, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში კი 14 497 ფრენა.