2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 758.9 ათასი მგზავრი (8.8 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი (8.2 პროცენტით მეტი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატის ავრცელებს.

მისივე ცნობით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6.0 ათასი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.