ახლად დაფუძნებული უნგრული ავიაკომპანია Hungary Airlines-ი თავის პირველ რეისს 5 თებერვალს შეასრულებს და ტვირთს ბუდაპეშტიდან ჰონ კონგი მიმართულებით გადაიტანს. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით გეგმავს.
Hungary Airlines-მა ოპერირების ლიცენზია 2024 წლის ბოლოს მიიღო. ის თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს ტვირთის ოპერაციებზე. ავიაკომპანია Hungary Airlines-ის აქციათა საკონტროლო პაკეტს ჩინელი ბიზნესმენის ვუ ძიანგს ფლობს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უნგრეთის მოქალაქეა. ორი მინორიტარი აქციონერი არის პეკინში დაფუძნებული UTL (Beijing) Digital Logistics Co. Ltd და უნგრეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Air Hungary Szolgáltató Plc., რომელიც აქციონერთა რიგებს 2024 წლის ნოემბერში შეუერთდა.
მაშინ როდესაც ავიაკომპანია პირველი ოფიციალური რეისისთვის განხორციელებისთვის ემზადება, ინდუსტრიის დამკვირვებლები ყურადღებით ადევნებენ თვალს მის განვითარებას, განსაკუთრებით მის გაფართოების სტრატეგიას და პოტენციურ სამომავლო სამგზავრო ოპერაციებს.
Hungary Airlines-ის პარკი ამ დროისათვის Airbus A330-200F-ისგან შედგება, რომლითაც ადრე Qatar Airways-ი ოპერირებდა, ხოლო შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი.