ჰელსინკის აეროპორტში ძაღლებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო გახსნეს. როგორც Metronews-ი წერს, ძაღლებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო წარმოადგენს ერთ ოთახს, სადაც გაზონის იმიტირებაა.
ნარჩენი პირდაპირ კანალიზაციაში ჩაედინება, ხოლო თავად გაზონი სისტემატურად გამდინარე წყლით ირეცხება. როგორც ირკვევა აეროპორტში ერთი საპირფარეშო მთავარი ტერმინალთანაა გახსნილი, ხოლო მეორე გახსნილია შენგენის გარეთ გამგზავრების ზონაში.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ჰელსინკის აეროპორტის გავლით ძაღლთან ერთად 10 ათასზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.