ავიაკომპანია Hawaiian Airlines-ი პირველი მსხვილი ავიაკომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქსელზე წვდომას Starlink-ის ინტერნეტით, ხოლო ზოგადად ავიაკომპანიებს შორის მეორე, რომელმაც Starlink-ი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. პირველად ბორტზე Starlink-ის ინტერნეტის ქონაზე პატარა ზომის ჩარტერულმა ავიაკომპანია  JSX-მა განაცხადა.
ავიაგადამზიდავი გეგმავს, რომ ინტერნეტი უფასო გახადოს ყველა თვითმფრინავზე Boeing 717-ის გარდა. ავიაკომპანიის ქმედება კი უბიძგებს კონკურენტებს მსგავსი ნაბიჯები გადადგან.
საინტერესოა, რომ ამ დროისთვის ავიაკომპანია ბორტზე ინტერნეტს საერთოდ არ სთავაზობს. მაგრამ Hawaiian Airlines-ში განაცხადეს, რომ ინტერნეტის სიჩქარე იქნება “შთამბეჭდავი”, რადგანაც Starlink-ი “სრულიად განსხვავდება სხვა კონკურენტი თანამგზავრული ფართოზოლოვანი პროვაიდერებისაგან. ინტერნეტი უნდა იყოს სწრაფი და უწყვეტი.”
შეგახსენებთ, რომ ორბიტაზე უკვე 2150 თანამგზავრია. 30 აპრილს, დაგეგმილია Starlink-ის კიდევ ერთი პარტიის გაშვება, მაისში კი 4 გაშვება მოხდება.