ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, 5 წლიანი რენოვაციის პროგრამის ფარგლებში, „ბუტიკ კონცეფციის“ დანერგვას გეგმავს.
ავიაკომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
რენოვაციის ფარგლებში დაგეგმილია ავიაკომპანიის კორპორატიული სტილის განახლება, B787 Dreamliner-ის ეკონომ და ბიზნეს-კლასში სავარძლების დიზაინის ცვლილება და ასე შემდეგ.
იმავდროულად Gulf Air-ი, ბაზირებას ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მოახდენს და გეგმის მიხედვით გააგრძელებს ავიაპარკის განახლებას.