უკრაინის უმსხვილესმა, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 2018 წლის დეკემბრის მონაცემებს ასახავს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიებს რეიტინგში, რომელთაც საანგარიშო პერიოდში რეისების 100%-ი დროის სიზუსტით განახორციელეს ორი ქართული ავიაკომპანია მოხვდა: Georgian Airways-ი და  MyWay Airlines-ი.

მართალია MyWay Airlines-ი უკრაინის ავიაბაზარს უკვე გამოეთიშა, თუმცა Georgian Airways-ს 2019 წლის რეიტინგებში მრავალჯერ ვიხილავთ.

აეროპორტ “ბორისპოლის” ინფორმაციით, დეკემბერში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები Georgian Airways-ისა და  MyWay Airlines-ის გარდა გახდნენ Air Arabia, Czech Airlines-ი და Iraqi Airways-ი.

პუნქტუალურობის მხრივ მეორე ადგილზეა Qatar Airways-ი, რომელმაც დეკემბერში ავიარეისების 90%-ს გაწერილი განრიგის მიხედვით განახორციელა.

პუნქტუალურობის 90-70%-იან დიაპაზონში მოხვდნენ Aegean Airlines, Wind Rose, Turkish Airlines, KLM, Brussels Airlines, Air Baltic, Austrian Airlines, LOT, Air Malta, Lufthansa, Belavia, Ryanair.

50-70%-ის დიაპაზონში კი: British Airways, Ukraine International Airlines, Swiss, Air Astana, Air France, Flydubai, Bravo Airways, Azur Air Ukraine.