გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება და სასრიალო არეალი 20%-ით იზრდება.

ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს.

 კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც ზამთრის სეზონზე დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.