საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან”.
ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:
☎ +989352110274
☎ +989122997726
☎ +989108201041
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთის შემდეგ საქართველომ ავიამიმოსვლა დროებით, შესაძლოა, ირანთანაც შეაჩეროს. საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. მიზეზი ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა.
რაც შეეხება საქარველოს, ჩვენი ქვეყანა კვლავ ე.წ. მწვანე უსაფრთხო ზონად ითვლება. კორონავირუსი არ დაუდგინდათ ირანის მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. საშიში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ არც ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკარანტინო პერიოდს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან მდებარე სასტუმროში გაივლიან.