ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ევროპის ერთ-ერთ მთავარ საავიაციო ფორუმში CONNECT-ში იღებს მონაწილეობას.  CONNECT 2020-ის მასპინძელი წელს თურქეთის ტურისტული დედაქალაქი ანტალიაა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება არაერთი შეხვედრა ევროპის სხვადასხვა ავიახაზების და აეროპორტების წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. 

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში 2600 შეხვედრა და 19 გამოფენა გაიმართება.

CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო.