გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება. მხარეებს შორის ავიარეისების დაწყების სურვილი ოფიციალურად ჩეჩნეთის დედაქალაქის აეროპორტის მენეჯმენტმა უკვე დააფიქსირა. გროზნოს აეროპორტის გენერალური დირექტორი სულთან გამბულატოვი აცხადებს, რომ გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების მაისიდან დაიწყება.
“სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენ პირველად ვხსნით თბილისთან ავიამიმოსვლას. ჩვენ მოვილაპარაკეთ ქართულ მხარესთან და ველოდებით პასუხს ავიაგადამზიდავისგან“, აცხადებს გროზნოს აეროპორტის ხელმძღვანელი.