ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ამის მიზეზად H1N1 ვირუსი სახელდება.
ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ამ საკითხზე ქვეყნის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა.
სააგენტო მიუთითებს, რომ ვირუსის გამო, საქართველოში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
„საქართველო საყვარელი ტურისტული მიმართულებაა ბევრი ირანელისთვის“, – წერს IRNA.
წყარო: 1TV.ge