ბაქოდან ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულებების ჩამონათვალში თბილისიცაა. ბაქოს, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება: სტამბოლი, მოსკოვი, დუბაი, კიევი, შარჯა, თეირანი, ბაღდადი, თბილისი, დოჰა და თელ-ავივი.

ამ მიმართულებებით 2018 წელს ბაქოს აეროპორტიდან 2.7 მლნ მგზავრმა ისარგებლა.

2018 წლის მაჩვენებლებით, ბაქოს აეროპორტი სულ 4.43 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

2018 წელს აეროპორტის გავლით საერთაშორისო ავიარეისებით 3.81 მლნ მგზავრმა ისარგებლა, ხოლო შიდა რეისებზე 620 ათასმა მგზავრმა.