საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” ( GPI Holding) საჩივარი დასაშვებად ცნო და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება – სადაზღვევო მომსახურების შეძენის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მოპასუხის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა.
სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.
2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია- 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტოდასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში 2 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიმდინარერეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის დაფარმაციის მონიტორინგი, დასრულდა საპორტო გადაზიდვებისბაზრის მონიტორინგი. განხილვის პროცესშიაკონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.