ტაივანურმა რესტორანმა გადაწყვიტა სტუმრების გაოცება და მენიუში ახალი კერძი Godzilla Ramen-ი დაამატა. “ჯადოქრების წვნიანის“ მთავარი ინგრედიენტი, როგორც ხედავთ, ნიანგის ფეხია.
აღნიშნული კერძი 48 დოლარი ღირს და მისი შეკვეთა წინასწარი ჯავშნის საფუძველზეა შესაძლებელი, რადგან ფერმა დღეში მხოლოდ ორ პორციას იძლევა.
რესტორანში Witch Cat ნიანგის ფეხიანი წვნიანის გარდა ტრადიციულ კერძებსაც ამზადებენ. როგორც რესტორანში განმარტავენ, Godzilla Ramen-ს ძირითადად ფოტოების გადასაღებად უკვეთავენ, თუმცა ამ დრომდე მისი დაგემოვნება ვერავინ გაბედა.