საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შიდა რეგიონალური რეისების განხორციელებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდავი ოპერირებას 70 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით განახორციელებს.

არსებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე ავიაკომპანია ფრენების განხორციელებას აგვისტოს პირველი რიცხვებიდან შეუდგება.

თბილიდან ბათუმის მიმართულებით არსებულ მარშრუტს კი ავიაკომპანია 55 წუთამდე პერიოდში დაფარავს.

ახალი რეისების დანიშვნით ტურისტულ სექტორში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდება, რადგანაც სექტორი თბილისსა და ბათუმს შორის ავიაბილეთების მუდმივ დეფიციტზე საუბრობს, რადგანაც მათი თქმით, მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.