აპრილში მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 6,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.
2019 წლის აპრილთან შედარებით მაჩვენებელი 5.3%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2019 წლის აპრილთან შედარებით 5,1%-ით, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული.
საჰაერო ტვირთების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში (-13,1%), ევროპაში ეს მაჩვენებელი შემცირდა 8,2%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 6,8%-ით. ლათინურ ამერიკაში საჰაერო ტვირთების მოცულობა 1,6%-ით შემცირდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 0,4%-ით. აფრიკაში მაჩვენებელი 0,9%-ით გაიზარდა.
„სატვირთო ინდუსტრია ადაპტირდება მგზავრებზე მოთხოვნის აღდგენის ზემოქმედებაზე, რასაც თან მოაქვს ტვირთის მოცულობის ზრდა“, – თქვა IATA-ს ხელმძღვანელმა უილი უოლშმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის შენელება დადებითი ფაქტორია. თუმცა, უოლშმა დასძინა, რომ ინფლაციის მაჩვენებლები და მისი შენელების სიჩქარე, რომლითაც შეიძლება მოხდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილება, უცნობია. ცენტრალური ბანკების უფრო „მტრედის“ პოლიტიკა, IATA-ს ხელმძღვანელის თქმით, მოთხოვნის სტიმულირებას მოახდენს.