საჰაერო ტვირთებზე გლობალური მოთხოვნა აგვისტოში, ბოლო 19 თვის განმავლობაში (2022 წლის თებერვლიდან) პირველად გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მაჩვენებელი ტონა კილომეტრში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა.

”19 თვეში პირველად წლიური ზრდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია,” – თქვა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა, ”თუმცა, მონაცემი შედარებული 2022 წლის დაბალ ბაზას და ბაზრის სიგნალები არაერთგვაროვანია.”

კერძოდ, ივლისში მსოფლიოში საზღვრისპირა ვაჭრობის მოცულობა ზედიზედ მეოთხე თვეა შემცირდა – 3,2%-ით წინა წელთან შედარებით, რაც ასახავს მოთხოვნის შესუსტებას და მაკროეკონომიკური პირობების ზოგად გაუარესებას, აღნიშნულია ანგარიშში.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ავიაკომპანიებმა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვის 4,9%-იანი ზრდა აჩვენეს, ლათინურ ამერიკაში – 6,2%-იანი, ხოლო ახლო აღმოსავლეთში – 1,4%-იანი. იმავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკაში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები შემცირდა 1,2%-ით, ევროპაში – 0,2%-ით და აფრიკაში 4,7%-ით.

IATA წარმოადგენს 300-მდე ავიაკომპანიას მთელი მსოფლიოდან, რომლებიც გლობალური საჰაერო მიმოსვლის დაახლოებით 83%-ს შეადგენს.