ბერძნულმა ავიაკომპანია Aegean Airlines-მა განაცხადა, რომ გლობალური სადისტრიბუციო სისტემებით (GDS) ბილეთის შეძენისთვის/დაჯავშნისთვის დამატებით მოსაკრებელს აწესებს. რაც იმას ნიშნავს, რომ Amadeus-ის, Sabre-ს ან Travelport-ის მეშვეობით ბილეთის ყიდვისას მოსაკრებლის მოცულობა 5 ევრო იქნება. გადასახადი ძალაში 2021 წლის იანვრიდან შედის.
აღსანიშნავია, რომ ადრე გლობალური სადისტრიბუციო სისტემების ბილეთების დაჯავშნაზე გადასახადი მხოლოდ უმსხვილეს ავიაკომპანიებს ქონდათ დაწესებული.