მსოფლიო კომერციული საჰაერო ფლოტის განვითარებისთვის 602,000 პილოტი, 610,000 ტექნიკური პერსონალი და 899,000 ბორტგამცილებელია საჭირო.
საჰაერო მოგზაურობის აღდგენისა და გრძელვადიანი ზრდის მხარდასაჭერად, ინდუსტრიას მომდევნო 20 წლის განმავლობაში 2,1 მილიონი ახალი თანამშრომელი დასჭირდება,- აჩვენა Boeing-ის 2022 Pilot and Technician Outlook-ის ანგარიშმა. ეს კი 3,4%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
კორპორაციის პროგნოზით, 2041 წლისთვის თვითმფრინავების გლობალური ფლოტი თითქმის გაორმაგდება და 47080 ბორტამდე იქნება.
სანქციების გამო კვლევა არ ითვალისწინებს რუსეთის რეგიონს, რომლებიც კრძალავს დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული თვითმფრინავების ექსპორტს.
„კომერციული ავიაცია გამოჯანმრთელდა პანდემიისგან და ჩვენ ველით ძლიერ მოთხოვნას საავიაციო პერსონალზე და ვხედავთ ასეთი პროფესიონალების მაღალეფექტური ტრენინგის საჭიროებას“, – თქვა კრის ბრუმმა, Boeing Global Services-ის ვიცე-პრეზიდენტმა.