საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ნოემბერში შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით 5 რეისს ნიშნავს.

ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო.

“მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება”, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets