ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ავიაპარკს აფართოებს და დამატებით 102 ერთეულ A321-ს ყიდულობს.

უფრო კონკრეტულად, Wizz Air-მა 75 ერთეულ A321neo-სა და 27 ერთეულ A321XLR-ზე გააკეთა შეკვეთა, რომელსაც ავიაკომპანია 2025 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში მიიღებს. Wizz Air-ში განაცხადეს ისიც, რომ ავიაკომპანიამ დამატებით შესაძლოა 19 ერთეული A321neo შეიძინოს.