ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქცენტს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე გააკეთებს. როგორც მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, ასეთი სეგმენტის ტურისტისათვის კი მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისები, რის ზრდაზეც სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.
“ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პროგრამა, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი შემოვიყვანოთ. რა თქმა უნდა ასეთი ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი კი მნიშვნელოვნია, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ძალისხმევას რათა ეს სეგმენტი მეტად დავიპყროთ. პირველი ეს არის პირდაპირი ავიარეისები. მაღალმხარჯველი ტურისტი არ ჩამოდის, თუ უწევს გადაჯდომა: სტამბოლში, მიუნხენში თუ სხვაგან. მაღალმხარჯველ ტურისტს სჭირდება პირდაპირი ფრენები. ჩვენ გვაქვს დიდი ზრდა პირდაპირი ფრენების მიმართულებით, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ამაზე გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ავიაკომპანიასთან“, განაცხადა ქობალიამ.