საქართველოს მთავრობა ირლანდიურ „ლოუკოსტერ“ Ryanair-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ “იმედის დილის” ეთერში განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თებერვალში შედგება. შეხვედრა ავიაკომპანია Ryanair-ის სათაო ოფისში, ქალაქ დუბლინში შედგება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტად მყოფმა Ryanair-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  “არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფრენების დაწყება არ შეგვიძლია“.

აღნიშნული განცხადება Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა ნილ ო’კონერიმ თბილისში რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის მსვლელობისას გააკეთა.