ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დარწმუნებულია, რომ  საქართველოს ავიაბაზარზე ირლანდიური „ლოუკოსტერისRyanair-ი შემოვა. როგორც მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს დაამატებს.

„ჩვენ ახლა მოლაპარაკება გაქვს რამდენიმე ავიაკომპანიასთან, მათ შორის Ryanair-თან, რომელიც აგრეთვე დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს. რაც მნიშვნელოვანია ტურიზმისათვის და ჩვენი ავიამიმოსვლისთვის“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ ავიაციის სექტორში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას.