ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი გასულ წლებში Ryanair-თან ჩაშლილი მოლაპარაკებების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ კომპანია თითო მგზავრზე სუბსიდირების სახით დიდ თანხას ითხოვდა.

“არ იყო ხელსაყრელი იმ კონტრაქტის გაფორმება, ვინაიდან მგზავრზე 75 ევროიან სუბსიდირებას ითხოვდნენ. რაც ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება”, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვის პასუხად.