პირველი არხის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება.

ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში.

პირველი არხი გიორგი ჩოგოვაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმყოფება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობა ქეთევან ალექსიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.