Skyscanner-ის ექსპერტებმა დაასახელეს ქვეყნები, სადაც 2019 წელს გამოცდილი მოგზაურები გაემგზავრებიან. რეიტინგში აფრიკული სახელმწიფოები ლიდერობს.
ონლაინ საძიებო პორტალმა Skyscanner-მა, გამოცდილ მოგზაურებზე დაყრდნობით, საკუთარი კვლევა ჩაატარა.ექსპერტებმა ქვეყნები მოთხოვნის შთამბეჭდავი ზრდის მიხედვით შეარჩიეს და ის TOP-10 ქვეყნის რეიტინგი გამოაქვეყნეს, რომელზედაც მოთხოვნა 2019 წელს იქნება.
რეიტინგის ლიდერია მაროკო, სადაც ტურისტების რაოდენობა 2018 წელს 51%-ით გაიზარდა. მაროკო გასტრონომიური ტურიზმის მხრივ, მოგზაურებისთვის ყველაზე საყვარელი მიმართულებაა.
„შესანიშნავ სამეულში“ მოხვდნენ ასევე ტანზანია და ტუნისი.
TOP-10-ში ასევე მოხვდნენ ასევე: პოლონეთი, მალტა, ხორვატია, ესპანეთი, დანია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და სამხრეთ კორეა.