⛷ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით,
გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ:
🎟 სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.
სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია:
✅ გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | მწვანე პასპორტი
✅ საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული)