ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ჩარტერული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს, ბათუმს ლიეტუვადან 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95%-ი ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.
უკვე ცნობილია, რომ ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს GetJet Airlines-ი სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს. ამ ეტაპისთვის საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან შეთანხმება 5 ჩარტერულ ავიარეისზე არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშიც შესრულდება. რეისები ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.