გერმანიის ხელისუფლებამ Lufthansa-ს აქციები 10%-ზე ნაკლებამდე შეამცირა.
გერმანიის მთავრობამ თავისი აქციების ნაწილი Deutsche Lufthansa AG-ს მიჰყიდა, რის შედეგადაც სახელმწიფოს წილი ავიაკომპანიაში 10%-ზე ნაკლებია, წერს Dow Jones-ი სახელმწიფო ფონდის WSF-ის ანგარიშზე დაყრდნობით.
WSF-მა, რომელიც შეიქმნა მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, პანდემიის მწვერვალში Lufthansa-ს 6 მილიარდი ევროს ღირებულების აქციები იყიდა და ფლობდა კომპანიის აქციების დაახლოებით 20%-ს, დასძენს Dow Jones.
მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება სრულად მოიშორებს Lufthansa-ს აქციებს არაუგვიანეს 2023 წლის ოქტომბრისა.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათის ვაჭრობაზე Lufthansa-ს აქციების ფასი 2,5%-ით გაიზარდა.