რუმინეთის ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტის, ოტოპენის (ბუქარესტი) ჩამოსვლის დარბაზში ტონობით ბარგი დაგროვდა, რამაც ფაქტობრივად სტრუქტურის ნგრევა გამოიწვია, იტყობინება ბუქარესტის ტელეარხი Digi24.

წინასწარი მონაცემებით, შექმნილი ვითარების მიზეზი ტერმინალების კომპიუტერულ სისტემაში წარმოქმნილი გაუმართაობა გახდა, რის გამოც შესაბამისი საქონლის გაგზავნა და მიწოდება რამდენიმე საათით იბლოკებოდა.

სხვა ინფორმაციით კი შემთხვევა სტრუქტურის ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის გამო მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.