გერმანიის მთავრობა ავიაკომპანია Lufthansa-ში საკუთარი წილის გასხვისებას გეგმავს. საუბარია ავიაკომპანიის 20%-იან წილზე, რომლის მფლობელიც დღეს გერმანიაა. აღნიშნული წილი არის 6 მლრდ-იანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც მთავრობამ ავიაკომპანიას COVID კრიზისის დასაძლევად მისცა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მაღალი მაჩვენებლებით, რასაც დღეს ავიაკომპანია აჩვენებს და ასევე წლის მეორე კვარტალში დანაკარგების მაჩვენებლების განახევრებით.
როგორც ცნობილია Lufthansa-ს აქციების ფასი 4,9%-ით, 8,81 ევრომდე დაეცა. Lufthansa გეგმავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (26 სექტემბერი) ახალი აქციები გამოუშვას.