2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული კომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 2 941,209 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარ-ივლისში 2 101,625 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი​, რომელიც იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 444,695 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

რაც შეეხება ბელორუსის Rubystar Airways-ს, ავიაკომპანიამ 2021 წლის 7 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 1 041,423 ტონა ტვირთი გადაზიდა.

გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგშია ასევე ახლად შექმნილი ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-ივლისში 376,162 ტონა ტვირთს მოემსახურა.

PS.  Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

დღეისათვის Georgian Airways Cargo-ს ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ.