“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.
მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა მიიღონ.
თუ კი მგზავრი ჯავშანს არ გააუქმებს, მაშინ მას დაეკისრება დამატებითი მოსაკრებელი 5.53 ევროს ოდენობით გერმანიასა და ევროკავშირის შიდა რეისებზე და 9,96 ევრო ევროკავშირის საზღვრებს გარეთ.
Ryanair-ის ინფორმაციაში ნათქვამია, გერმანიის ბუნდესტაგმა საავიაციო გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ფონზე კი, 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე, ავიაკომპანიებს მგზავრისგან აღნიშნული გაზრდილი გადასახადის ამოღება მოუწევთ.
ავიაკომპანია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად სხვა პრიორიტეტებს ასახელებს. კომპანიის აზრით, უნდა მოხდეს ინვესტირება ახალი საჰაერო ხომალდები შეძენაში, ასევე უნდა მოაგვარეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის პრობლემა, რადგანაც გრძელი მარშრუტებზე ფრენის გამო, ნახშირორჟანგის ემისია 10%-ით იზრდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ შიდა და ევროპულ რეისებზე, საავიაციო გადასახადი გააძვირა და ის მოკლე დისტანციაზე (ზონა 1) 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე გაიზარდა.
გადასახადი საშუალო დისტანციაზე, რომელიც 6000 კმ-მდე მანძილს მოიცავს (ზონა 2), 23.05 ევროდან 33.01 ევრომდე განისაზღვრა.
ხოლო მოსაკრებელი გრძელ მაგისტრალურ რეისებზე (ზონა 3), 41,49 ევროდან 59.43 ევრომდე გაძვირდა.
გერმანიის მთავრობის გათვლებით, 2020 წელს საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება. 12 თვეზე გადაანგარიშებით კი შემოსავალი დაახლოებით 785 მილიონი ევროს მიაღწევს.
გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.
იმისათვის, რომ მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების სტიმულირება მოხდეს, ავიაბილეთებზე გადასახადის ზრდის პარალელურად, გერმანიის მთავრობა საქალაქთაშორისო მატარებლის ბილეთებზე დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 7%-მდე შემცირება აპირებს.