ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 7,1 ათასი ტონით აღემატება ოქტომბრის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 72,8% განხორციელდა თურქმენეთიდან, 17,4% – თურქეთიდან და ა.შ.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,2 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (92,6 ათასი ტონა).