Georgian Wings-ი, რომელიც ოპერირებს თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად და ასრულებს რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს კვირაში 12 სიხშირით, კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა, რაც საშუალებას იძლევა შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, Georgian Wings-მა მგზავრებს უახლოეს პერიოდში ახალი მიმართულებები და დამატებითი ავიარეისების შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 31 ივლისიდან ყოველდღიურად ასრულებს რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შეუფერხებლად.