ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

პირველი ავიარეისი დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე გუშინ შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 29 მაისს მიანიჭა. რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ამასთან, როგორც სააგენტოსთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა, IndiGo გეგმავს ფრენის სიხშირის დამატებით გაზრდას დელისა და თბილისს შორის.