Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის ფასი (ერთი გზა) 69 ლარიდან იწყება. როგორც კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტიდან ირკვევა, ბოლო წუთის შეთავაზებით 17 დეკემბერს რეისებზე ბილეთის ფასი 69 ლარიდანაა.

„17 დეკემბერს, იფრინე თბილისი – ბათუმი-თბილისის მიმართულებით სულ რაღაც 69 ლარად!

ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს და მარტივად შეიძინეთ ბილეთები ონლაინ:

https://georgianwings.com/“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეგულარულ ფრენები 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით დაიწყო.

ფრენები ხორციელდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ხუთი სიხშირით.