Georgian Airways-მა თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა. ვორონეჟის აეროპორტში განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიზეზი Georgian Airways-ის განრიგის ცვლილებაა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაცით კი ავიარეისები თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე, მიმდინარე წლის ზაფხულიდან აუცილებლად განხორციელდება. თუმცა როდიდან განაახლებს Georgian Airways-ი ბილეთების გაყიდვას, ამ დროისათვის არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ ვორონეჟი Georgian Airways-ისთვის ახალი მიმართულებაა, რომელზედაც ოპერირება კომპანიას 1-ელი აპრილიდან უნდა დაეწყო. პირველადი განრიგის მიხედვით, აღნიშნულ მარშრუტზე Georgian Airways-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.