ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI EUROPE), რომელიც ახდენს ევროპის აეროპორტების კოლექტიურ ინტერესების დაცვას და აეროპორტების მენეჯმენტსა და ოპერაციებში პროფესიულ ხელშეწყობას, მიმდინარე წლისიანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მგზავრთნაკადის სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორის არიან. ACI Europe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს (+112.2 პროცენტი 2018 წლის იანვართან შედარებით), ბათუმი კი მეოთხეს (+52.1 პროცენტი).

საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრს არ აღემატება. ამასთან, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდა შენელდა, თუმცა საქართველოში ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა.