ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია განაახლა.

ავიაკომპანიამ ავიაბილეთების რეალიზაცია რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. Georgian Airways-მა ​ყველა შეთანხმებას უკვე ოფიციალურად გააფორმა და გადაწყდა, რომ ავიარეისების განხორციელება, როგორც დაანონსებული იყო 26 აპრილიდან დაიწყება.

თბილისი-ვორონეჟი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს Embraer 190-ის ტიპის ლაინერით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათს შეადგენს.

ავიაკომპანიის საიტზე მაისის ავიაბილეთები უკვე გაყიდულია, ხოლო ივნისის ბილეთები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.