ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-ვორონეჟის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყება გადაავადა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ქართულ ავიაკომპანიას აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები 1-ელი აპრილიდან უნდა დაწყო, თუმცა დღევანდელი განრიგით Georgian Airways-ი ფრენებს 26 აპრილიდან შეუდგება.
როგორც ვორონეჟის აეროპორტში განმარტავენ, გარაფიკის კორექტირება თავად ავიაკომპანია Georgian Airways-მა მოახდინა და განრიგის ცვლილების მიზეზი მათთვის უცნობია.
აღნიშნულ მარშრუტზე ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდანაა (ერთი გზა), ხოლო ბიზნესკლასში კი 400 ევროდან.