Georgian Airways-მა 2018 წლის გეგმა ვერ განახორციელა და დაპირებული 1 000 000 მგზავრს ნაცვლად 550 831 მგზავრი გადაიყვანა.

ავიაკომპანიამ 2018 წლის დასაწყისში მგზავრთნაკადის მხრივ საკუთარი ამბიციური გეგმა გააჟღერა და 1 000 000 მგზავრის შესახებ სპეციალურად მომზადებული ბანერის საშუალებით განაცხადა.

გასული წლის ოფიციალური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2018 წელს ავიაკომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით სულ 550 831 მგზავრს მოემსახურა, რაც გაჟღერებული გეგმის მხოლოდ 55%-ია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Georgian Airways-ის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის სტატისტიკა მზარდია და ის წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2018 წელი – 550 831 მგზავრი;

2017 წელი – 385 894 მგზავრი;

2016 წელი – 238 950 მგზავრი;

2015 წელი – 253 386 მგზავრი;

ავიაკომპანია ყოველწლიურად მეტ მგზავრს ემსახურება და ცდილობს ახალი მიმართულებების დამატებას.

დღეისათვის Georgian Airways-ის ბალანსზე 9 საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, საიდანაც ერთ-ერთის რეგისტრაცია ავიაკომპანიამ 2018 წლის 28 სექტემბერს მოახდინა.