ავიაკომპანია Georgian Airways-ის სპეცრეისით ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა.
აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად Georgian Airways-მა ჩარტერული რეისი განახორციელა. 
აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ჩამოასვენეს.
რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია დიდწილად “რეკან გრუპ ჯორჯიას”  მიერ დაფინანსდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება.  შესაბამისად, განხორციელებული სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან ჩამოსვლას.