ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავს, რომელსაც თბილისი-ვენას რეისი უნდა შეესრულებინა, აფრენისას ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

თვითმფრინავი თბილისის ცაზე, დაბალ სიმაღლეზე 1 საათზე მეტი პერიოდით დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა.

საჰაერო ხომალდი, უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე წარმატებით დაჯდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Georgian Airways-ის ბორტს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. სავარაუდოდ აფრენის შემდეგ საჰაერო ხომალდს ერთი შასი არ შეეკეცა.